
ხორვატიაში მძლავრი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა - მათ შორის 12 წლის გოგო
ხორვატიაში მომხდარი მძლავრი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ პეტრინიაში 12 წლის გოგო დაიღუპა, ხოლო ხუთი ადამიანი კი ქალაქ მაისკა-პოლიანაში დაიღუპა.
ცენტრალურ ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგების აღნიშნული სიმძლავრე დაფიქსირდა ქვეყნის დედაქალაქის, ზაგრების სამხრეთ-აღმოსავლეთით.
კომენტარი