
თელავის რაიონის სოფელ გულგულაში 11 წლის მოზარდი დაიხრჩო
თელავის რაიონის სოფელ გულგულაში 11 წლის მოზარდი ალაზნის სარწყავ არხში დაიხრჩო.
მაშველებმა ბავშვის ცხედარი უკვე ამოიყვანეს.ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა ექიმების თქმით, მოზარდი თითქმის 2 საათის გარდაცვლილი იყო და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
როგორც მერის წარმომადგენელი აცხადებს, სოფლიდან საბანაოდ არხზე 3 არასრულწლოვანი იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, მაშველებმა ბიჭი უკვე გარდაცვლილი ნახეს.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
კომენტარი