
34 წლის წარმატებული მსახიობი გარდაიცვალა - არსებული ინფორმაციით, მან სავარაუდოდ თავი მოიკლა
ბოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი, სუშან სინგჰ რაჯპუტი 34 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, სავარაუდოდ მსახიობმა თავი მოიკლა. მუმბაის პოლიცია სწორედ ამ ვერსიას განიხილავს. რაჯპუტის გარდაცვალებას ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი გამოეხმაურა, რომელმაც გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.
ასევე ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ რაჯპუტის ყოფილი მენეჯერი, 28 წლის დიშა სალიანი მე-14 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ამ ფაქტმა მსახიობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დიდი გავლენა იქონია.
კომენტარი