
პრეზიდენტი: მინდა გთხოვოთ, ნუ იბოღმებით – ეს საერთაშორისო მხარდაჭერა ყველასია...
„ყოველ ჯერზე, როცა საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერა ცხადი ხდება, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ლამისაა, ამის გამო ჯავრისგან გასკდნენ და იბოღმებიან. მე მინდა მათ ვთხოვო – ნუ იბოღმებით, რადგან ეს საერთაშორისო მხარდაჭერა ყველას, ნებისმიერ მოქალაქეს, საქართველოს ეკუთვნის და არა მე“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში გამოსვლის დროს საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ძალიან ხშირად ესმის ხმები იმის შესახებ, რომ ზოგიერთებს აღიაზიანებთ საერთაშორისო არენაზე მიღწეული ნებისმიერი წარმატება. „ზოგიერთებმა ისიც კი თქვეს – აი, ობამამაც გვიღალატაო“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
კომენტარი