
დოლიძის ქუჩაზე, ორსართულიანი სახლის სახურავი იწვის
თბილისი - დოლიძის ქუჩაზე, ორსართულიანი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა.
ცეცხლი ბუნებრივი აირის მილიდან სახურავზე გავრცელდა.
ადგილზე მობილიზებულია 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
ამ წუთებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
კომენტარი