
სტიქია წალენჯიხაში - ქარმა სახლს სახურავი გადახადა და მანქანებს დაეცა
სტიქია წალენჯიხაში - ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ადგილობრივის საცხოვრებელი სახლი დააზიანა და სახურავი გადახადა. სახურავი ეზოში მდგარ ავტომობილებს დაეცა. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის.
კომენტარი