
ვარკეთილში 18 წლის ახალგაზრდა დაჭრეს
ვარკეთილში 18 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.
შსს ფაქტს ადასტურებს. გამოძიება 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს.მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
კომენტარი