
ბათუმში ქმარმა ცოლი ნაჯახით დაჭრა
ბათუმში 51 წლის ქალი მეუღლემ ნაჯახით დაჭრა. დაზარალებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, ქმარი დაკითხვაზე იმყოფება.
კომენტარი