
დაშავებული მამა-შვილი შოკური მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს -ავარია ქუთაისი-ბაღდათის გზაზე
ქუთაისი-ბაღდათის გზაზე, ავტომობილი მოცურდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, მუხრანის ტყეში შევარდა და ხეს შეეჯახა.
მანქანაში მყოფი მამა-შვილი შოკურ მდგომარეობაში არიან. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.
კომენტარი