
”რუსთავი 2”-ის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების მონაცემები
ეგზიტპოლების მონაცემების მიხედვით, რომელიც რამდენიმე წუთის წინ სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2” -მა გამოაქვეყნა, თბილისში არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი.
16 საათის მონაცემებით თბილისის მერად დავით ნარმანიას მხარი ამომრჩეველთა 46,3 % დაუჭირა, ნიკა მელიას კი 27,2 %. იმ შემთხვევაში თუ ეგისტპოლების მონაცემების იდენტური იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები მაშინ დედაქალაქში არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი. ეგიზტპოლები სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 -ის დაკვეთით კომპანია JFK ჩაატარა.
კომენტარი