
სკოლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება
სკოლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, სასწავლო რეჟიმი მიმდინარეობს ნორმალურად და აკადემიური წლის გამოცხადება არ იგეგმება.
ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ განათლების საკითხებზე ცალკე პრეზენტაცია გაიმართება.
კომენტარი