
გორში 15 წლამდე გოგონა უგონო მდგომარეობაში იპოვეს-მას ყელზე აღენიშნება თოკის კვალიც
გორში, სტალინის ქუჩაზე
15 წლამდე გოგონა
უგონო მდგომარეობაში
იპოვეს. როგორც
"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება,
არსებული ინფორმაციით,
გოგონას სხეულზე
მრავლობითი დაზიანებები
აქვს, მათ
შორის ყელზე
- თოკის კვალიც.
ამასთან, უგონო მდგომარეობაში მყოფი მოზარდი გამვლელმა სტალინის სახლ-მუზეუმთან ახლოს მდებარე 9-სართულიან კორპუსთან შენიშნა.
იგი წუხელვე გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
კომენტარი