
ძლიერი ქარი, თოვა და შტორმი - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-14 თებერვალს საქართველოში ამინდი გაუარესდება.
ძირითადად დასავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ქარბუქი და ზღვაზე 5-6 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, მდინარეებზე გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.
კომენტარი