
შავნაბადას მამათა მონასტრის ტერიტორიაზე კელია იწვის
შავნაბადას მამათა მონასტრის ტერიტორიაზე კელია იწვის. ცეცხლი ორსართულიან შენობას მოედო, სადაც მონასტრის ბერების კელიებია განთავსებული.
შსს-ს ინფორმაციით, ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 25 მაშველი მუშაობს. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მისი სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარი