
ჰააგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარდასაჭერად 40 ქვეყნის განცხადებას, საქართველო არ შეუერთდა
საქართველო 40-ზე მეტი ქვეყნის ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ისინი გაეროს საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ, არ შეუერთდა.
უკრაინის სარჩელს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 40-ზე მეტი სახელმწიფო ერთობლივი განცხადებით მხარს უჭერს და რუსეთს ომის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავს.
განცხადებას ხელს აწერს: ალბანეთი, ანდორა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მარშალის კუნძულები, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პალაუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ და ევროკავშირი.
კომენტარი