
26 ნოემბერს სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამით -5-დან -9 გრადუსამდე ყინვას პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტო მომავალი ამინდის პროგნოზის შესახებ იტყობინება:
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნარჩუნდება ცივი და თოვლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +2, +7 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 25 ნოემბერს დღისით გამოიდარებს და 26 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 26 ნოემბერს ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ზოგან შესაძლოა -5 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -9 გრადუსამდე დაიკლოს, დედაქალაქში -2, -4 გრადუსია მოსალოდნელი.
კომენტარი