
კიევის სტადიონზე უზარმაზარი ტაბლო დაამონტაჟეს
უკრაინის დედაქალაქში, „ევრო-2012“ მასპინძელ მთავარ სტადიონზე გიგანტური ტაბლო დაამონტაჟეს. ტაბლო ევროპაში უდიდესია. მისი ზომა 103,36 კვადრატული სმ, ხოლო წონა 9,5 ტონაა. ტაბლოს შეუძლია 4, 4 ტრილიონი ფერის ასახვა და ნებისმიერი ფორმატის ვიდეო და გრაფიკული გამოსახულების ჩვენება. ასეთი სუპერტელევიზორი კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ორი იქნება - ერთს მოპირდაპირე მხარეს, რამდენიმე დღეში დაამონტაჟებენ. სტადიონის გახსნა სექტემბერშია დაგეგმილი.
კომენტარი