
არმინ ვან ბიურენი ანაკლიაში?!
31 ივლისს, ანაკლიაში, თავისუფალი გართობის კვირეულის გახსნაზე მაქსიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება. Gem-fest-ს DJ Magazine-ს მიერ დასახელებული 100 საუკეთესო დიჯეის სიის სათავეში მყოფი _ არმინ ვან ბიურენი გახსნის.
ტრანს დიჯეი, რომელმაც მსოფლიოს 25-ზე მეტ ქვეყანაში დაუკრა და დამსახურებულად მოიპოვა პირველი ადგილი ჩარტებში, Gem-fest-ზე უახლეს პროგრამას წარადგენს.
ვან ბიურენი, რომელმაც ცხრა საათიანი სეტი დაუკრა ჰოლანდიაში, მოიპოვა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო „ბუმა კულტურ პოპი“, ჰყავს მილიონობით ფანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, არის გრემის ნომინანტი, მის ტრეკებს ათეულობით მილიონი მნახველი ყავს youtube-ზე და ის საქართველოში პირველად, სპეციალურად Gem-Fest-ზე დაუკრავს.
კომენტარი