ბიძინა ივანიშვილის გეგმა ტელევიზიის გახსნაა და ის არ იცვლება
ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ტელევიზიის დაფუძნებას გეგმავს.
ამის შესახებ "პირWელს" ივანიშვილის მრჩეველმა ზურაბ ბიგვავამ განუცხადა.
"ტექნიკური დეტალების შესახებ საქმის კურსში არ ვარ. ტელევიზიის გახსნას მართლაც ვგეგმავთ, თუმცა რა ტიპის მაუწყებლობა ექნება მას, არ ვიცი, რადგან ამ საქმეს ივანიშვილის პრეს-მდივანი ირაკლი ტრიპოლსკი კურირებს. ტელევიზიის გახსნა რომ გვინდა, ეს ბუნებრივია", - განაცხადა ბიგვავამ.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ტელევიზიის დაფუძნებას გეგმავს. ამასთან, ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა ბაჩო კიკაბიძემ დაადასტურა, რომ კომპანია "იგრიკას" სამაუწყებლო ლიცენზია შპს "აქცეპტს" გადასცა, რომლის მფლობელიც ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძეა.
კომენტარი