სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინო ბურჯანაძე: „ვაფრთხილებ „ქართულ ოცნებას“ - ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ!“

საქართველოს დემოკრატიული მოძრაობის ოფიციალურ გვერდზე, პარტიის ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადება გამოქვეყნდა, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

“მინდა საგანგებო განცხადება გავაკეთო და ძალიან დიდი აღშფოთება გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელი ხელისუფლება აგრძელებს სააკაშვილის ხელისუფლების ნაბიჯებს.

იმ ფონზე, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო პრაქტიკულად 6 მილიონამდე შემოწირულობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მილიონი, ხოლო ჩვენ მხოლოდ 300 ათასი, რატომღაც ხელისუფლებამ და აუდიტის სამსახურმა გადაწყვიტა სწორედ ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის შემოწირულობები გამხდარიყო განსაკუთრებული დევნის საგანი და გადაწყვიტა რადაც არ უნდა დაუჯდეს წაგვართვას ის თანხები, რომელიც ჩვენ ამ უთანასწორო ბრძოლაში მოვიპოვეთ ხალხის მხრდაჭერის საფუძველზე. ვაფრთხილებ „ქართულ ოცნებას“ - ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ.

მე არ ვიცი აქვს თუ არა ინფორმაცია ბატონ ღარიბაშვილს აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული დევნის შესახებ, თუმცა არ გამიკვირდება რომ ეს იყოს მიზანმიმართული პოლიტიკა, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ყველა კენჭისყრაზე, რომელიც ჩვენს დაფინანსებას ეხებოდა, ჩვენ წიმააღმდეგ მისცა ხმა, იმისათვის, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაეშვა ჩვენი პოლიტიკური ძალისათვის საბიუჯეტო დაფინანსება.

შემიძლია გითხრათ, დაფინანსების წართმევა და დაჯარიმება, ნამდვილად არ იქნება ის მეთოდი, რომელიც ჩვენ გაგვაჩერებს. ჩვენ ამ რეჟიმში მუშაობას, სამწუხაროდ მიჩვეული ვართ. მაგრამ ნამდვილად არ მაქვს სურვილი „ქართულმა ოცნებამაც“ ისევე დაასრულოს, როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მე ახლა ვამზადებ წერილს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ვთხოვ მათ, მონიტორინგი გაუწიონ იმ რეალობას, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის დაფინანსება დავიდეს მინიმუმამდე, რათა საპარლამენტო არჩევნებისთვის არავითარი სახსრები აღარ დაგვრჩეს“ - ნათქვამია განცხადებაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100