თბილისის საქალაქო სასამართლო რუსთაველის გამზირზე დაკავებულ პირთა საქმეების განხილვას აგრძელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში 25 მაისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დარბევის დროს დაკავებულთათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.
როგორც "პირWელს" ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა კახა კოჟორიძემ განუცხადა, პროცესები სასამართლოში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დრომდე დაახლოებით 40-მდე საქმეა განხილული.
"იურისტთა ასოციაციის ადვოკატები სასამართლოში მთელი ღამისGAგანმავლობაში მუშაობდნენ. მოსამართლეები დაკავებულთა ნაწილს - პატიმრობას, ნაწილს კი 400-400 ლარიან ჯარიმას უფარდებენ. ამ დროისთვის გასამართლებულ პირთა შორის ძირითადად აქციის მონაწილეები არიან, რომელთაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და შეურაცხყოფის მიყენება ედებათ ბრალად. რა პრინციპით ხელმძღვანელობენ მოსამართლეები გადაწყვეტილების მიღების დროს, მართალი გითხრათ, არ მესმის, რადგან მათ მიერ განხილულ საქმეებში მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებია, რომლებიც ადვოკატების კითხვებს არ პასუხობენ", - განაცხადა კოჟორიძემ და დასძინა, რომ "მოსამართლები გადაწყვეტილებებს სრულიად უსამართლოდ იღებენ".
მისივე თქმით, გასამართლებულ პირთა შორის არიან ის მოქალაქეებიც, რომლებსაც აქციასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ და მაგალითად, კინოთეატრ "რუსთაველში" კინოსეანსს ესწრებოდნენ.
კომენტარი