შესაძლოა თუ არა აფეთქდეს ავტომობილი გაზზე ?
ცნება, რომ შიგაწვის ძრავიანი ავტომობილები, რომლებიც გადაგვყავს ალტერნატიულ საწვავზე, ბუნებრივ აირზე და ის სრულად უსაფრთხოა სიმართლეს არ შეესაბამება. გაზზე გადაყვანილი ავტომობილები დროდადრო ახდენს ავტომობილის აგრეგატების და ძრავის სისტემის მწყობრიდან გამოყვანას, ასევე გარკვეული დროის შემდეგ , გაზის ბალონის დატუმბვის რაოდენობის მიხედვით, ბალონს გაზდის ექსპლუატაციის ვადა და შესაძლოა თუ არ მოხდება დროულად ბალონის გამოცვლა, ფატალური შედეგი მივიღოთ.
საქართველოში ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომანქანების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. შესაძლოა ჩვენს ავტომობილებში ნაღმი იმალებოდეს, რამოდენიმე წლის შემდეგ მეტალობალონი მინაპლასტიკური გარსით (მეტალოპლასტიკური) საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ ავტომობილის მძღოლებსა და მგზავრებს, არამედ მის გარშემო მოძრავ ობიექტებსაც, რადგან ამ ბალონების მასობრივ სკდომას ვერ გამოვრიცხავთ
ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომანქანებში დამონტაჟებული მეტალობალონი მინაპლასტიკური გარსით, მეტად სახიფათოა, რადგან ხუთი წლის შემდეგ უწყვეტი მინა-ბოჭკო სიმტკიცეს კარგავს და მიწად იქცევა. ამ ხნის განმავლობაში დაბერებას იწყებს ორგანული შემკვრელიც და არავინ იცის, როდის გასკდება ბალონი. რამოდენიმე წლის სემდეგ, როცა ბალონებს ამოეწურებათ ექსპლუატაციის ვადა, მოსალოდნელია ამ ბალონების მასობრივად სკდომა, რადგან ის ლითონის თხელი ფირფიტისგანაა დამზადებული და მასზე დახვეულია შემკვრელში გაჟღენთილი უწყვეტი მინა-ბოჭკო. მიუხედავად იმისა, რომ მას სიმტკიცისთვის ძაფები მჭიდროდ აქვს შემოხვეული, შემკვრელსა და მინა-ბოჭკოს ნაპრალები მაინც უჩნდება. გაზი ხომ კრისტალურად სუფთა არ არის, მას ჰაერი მოჰყვება და აღწევს ამ ნაპრალებში, რომლებიც დროთა განმავლობაში რღვევას იწყებს და იშლება. რამდენიმე წლის შემდეგ უნდა მოხდეს ბალონის გამოცვლა.
მიუხედავად იმისა, როცა ვაყენებთ მეტალობალონს მინაპლასტიკური გარსით ბალონს ავტომობილში ხშირად გვეუბნებიან რომ მას გარანტია 15 წელი აქვს, მაგრამ ის დიდი ალბათობით ბევრათ უფრო ადრე ამოწურავს ექსპლუატაციის ვადას. თუ ავტომობილში დამონტაჟებული გვაქვს მეტალობალონი მინაპლასტიკური გარსით, დიდი სიფრთხილე გვმართებს, რადგან მაღალი წნევით დატუმბვისას შესაძლოა დაზიანდეს. საერთოდ, მეტალობალონი მინაპლასტიკური გარსით არ სკდება, იხევა, მაგრამ დიდი წნევით შესული ბუნებრივი აირის ტალღა იქაურობას საკმაოდ ძლიერად დააზიანებს. ექსპერტების რეკომენდაციით ტრანსპორტირების დროს დაუშვებელია ავტომობილში ტენიანობა, არ შეძლება ბალონის დიდხანს მზეზე დება, 200 ატმოსფეროზე მაღალი წნევით დატუმბვა, მაგრამ სამწუხაროდ ამ რჩევებს არავინ არ ითვალისწინებს. გარდა ამისა, მძღოლი, რომლის ავტომობილშიც დამონტაჟებულია მეტალობალონი მინაპლასტიკური გარსით, უნდა ერიდოს ორმოებს, რომლებიც სამწუხაროდ ამ ბოლოს ზალიან მომრავლდა, რადგან დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომობილის ორმოში ჩავარდნისას შესაძლოა ბალონი მწყობრიდან გამოსვლას ნაადრევად შეუწყოთ ხელი.
აღნიშნულ ვიდეო რგოლში ნაჩვენებია თუ როგორ ფეთქდება ბალონი ბუნებრივ აირზე მომუშავე ერთ-ერთ ავტომობილში, სხვათაშორის ეს სწორედ ის უსაფრთხო (მეტალოპლასტიკური) გაზის ბალონია რომლის უსაფრთხოების შესახებაც ჩვენ ვსაუბრობთ.
კომენტარი