ფოკაში,მოკლულის ახლობლებმა მკვლელობაში ბრალდებულის სახლებსა და ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს
ხმაური
იყო სოფელ
ფოკაში, სადაც
მოკლული მამაკაცის
ახლობლებმა მკვლელობაში
ბრალდებულის ორ
სახლსა და
ოთხ ავტომობილს
ცეცხლი წაუკიდეს.
რეგიონული მედიის
ინფორმაციით, მოკლულის
ახლობლებმა ბრალდებულის
ძმის ფერმის
გადაწვაც სცადეს,
თუმცა ისინი
სამართალდამცავებმა შეაჩერეს.
3 დეკემბერს,
ფოკაში, 33 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მისივე თანაკლასელმა მოკლა.
შეგახსენებთ, რომ
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნინოწმინდის რაიონში, სოფელ ფოკაში მომხდარი, 1985 წელს დაბადებული ხ.ტ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია 1 პირი. ჩადენილი დანაშაული 7-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 1986 წელს დაბადებულმა გ.მ. წარსულში არსებული პირადი კონფლიქტის გამო და შურისძიების მოტივით თანასოფლელი ხ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. სამართალდამცველებმა გ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ნინოწმინდის რაიონში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით
კომენტარი