ზუგდიდში ორი მოზარდი ლეღვის ნახარშით დაიწვა
ზუგდიდში ორი მოზარდი ლეღვის ნახარშით დაიწვა.
დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები - 14-15 წლის გოგოები არიან. ისინი წმინდა ლუკას სახელობის კლინიკიდან თბილისში, დამწვრობის ცენტრში კატასტროფის ბრიდაგამ გადაიყვანა.
მოზარდებს სხეულის 60%-მდე აქვთ დამწვარი.
ოჯახმა საავადმყოფოს მიმართა, რომ ფაქტი მედიით არ გახმაურებულიყო, თუმცა შემთხვევა მაინც გასაჯაროვდა.
ცნობისთვის, წლებია სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ რუჯის მისაღებად ლეღვის ნახარშის გამოყენებას არანაირი დადებითი ეფექტი არ აქვს და ამ ტიპის დამწვრობამ შესაძლოა ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს.
კომენტარი