სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, კარვებში შიმშილობა დაიწყეს

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან გაშლილ კარვებში პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს.

ისინი პროტესტის ამ ფორმით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

ნიკა მელიას თქმით, მასობრივი შიმშილობის აქციაში 300-ზე მეტი ადამიანია ჩართული.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე სიის შედგენა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, მასობრივი შიმშილობის აქციის დაწყების გადაწყვეტილება პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააცნო.

მისივე თქმით, შიმშილობა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ გათავისუფლდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100