ლუკა კურტანიძე სახელმწიფო მოხელეს ღიად ემუქრება: შავი სათვალე და „შავი ბაზარი“ (ვიდეო)
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი გამოკვეთილი სახე ლუკა კურტანიძე გელათის საკრებულოს წევრს განზე იხმობს და ღია მუქარის ტექსტით ელაპარაკება. იმ შემთხვევაში, თუ თენგიზ სამხარაძე განცხადებას არ დაწერს და „სააკაშვილს არ განუდგება“, ლუკა კურტანიძე პირდება, რომ საქართველოში არ დადეგომება. ამავე საუბარში ლუკა კურტანიძე „ცისფრებზე“ და „პიდარასტებზე“ საუბრობს: „ამას უწევენ პროპაგანდას ეგენი. აღლუმის ჩატარება მე მინდა?“-ეკითხება იგი სამხარაძეს, ბოლოს კი მკაცრ ტონში ახალ მაკომპრომეტირებელ კადრებსაც აანონსებს:
ციტატები "ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატის ლუკა კურტანიძისა და სოფელ გელათის საკრებულოს წევრის თენგიზ სამხარაძის პირადი საუბრიდან:
კურტანიძე:
"თქვენ ის კადრები ნახეთ... როგორც გიცნობთ, თქვენ არ გინდათ ცხოვრება ასეთ საქართველოში. ამის შემდეგ ვინც ქადაგებას დაიწყებს სააკაშვილისას, ის პირადი მტერია უკვე ჩემი. "
სამხარაძე:
"პირად მტრად რატომ მთვლი, თუ თუნდაც პატივს ვცემ ამ მთავრობას?"
კურტანიძე:
"ვინც ამ მთავრობას პატივს სცემს და ვინც ეგება ამ მთავრობას ფეხქვეშ... კადრები ხომ ნახე?"
სამხარაძე:
"ვნახე, მაგრამ რეაგირება არ მოხდა?"
კურტანიძე:
"შენი შვილი წარმოიდგინე მაგათ ადგილას..."
სამხარაძე:
"კარგი რა, ლუკა, რა..."
კურტანიძე:
"რა რეაგირება? კარგი, მე გაფრთხილებ შენ: შენ გინდა აქ ცხოვრება, ძმაო? არ გადაყვე ამათ! კი არ გაშინებ, გეუბნები: კადრები რაც ნახე, იმის მერე კიდევ ამ ვირთხაზე, სააკაშვილზე დაიწყებ საუბარს? შენს თავს მიხედე მერე... (იკეთებს შავ სათვალეს).
სამხარაძე:
"ლუკა, მე მეგონა, შენ როგორც ქართველი ქართველს მელაპარაკებოდი. მე არა ვარ ამ ქვეყნის მტერი, რომ შემაშინო, ან..."
კურტანიძე:
"მტერი თუ არა ხარ, თავი დაანებე აგიტაციას-მეთქი. შენ შეგიძლია განცხადება დაწერო და წახვიდე ამ სამსახურიდან, თუ გინდა, რომ შენ ხვალ ადამიანად მოიხსენიებოდე."
სამხარაძე:
"ანუ, შენი გადასახედიდან წყდება ყველაფერი? რატომ უნდა წავიდე?"
კურტანიძე:
"ჩემი გადასახედიდან კი არა, ქვეყნის გადასახედიდან. ჩემს გადასახედს თავი გაანებე შენ."
სამხარაძე:
"ქვეყანა რასაც გადახედავს, ეგ გამოჩნდება არჩევნებზე".
კურტანიძე:
"კადრები ნახე? ვინ არის პირველი, ამ ბრძანების გამცემი?“
სამხარაძე:
„იმ პირველმა გასცა ბრძანება, რომ მოიხსნას ყველა, ვინც დანაშაული ჩაიდინა.“
კურტანიძე:
„მე რატომ მოვედი, თქვენთან, იცით? იმიტომ მოვედი, რომ თქვენ ხართ სამხარაძე. მოვედი უფროს ადამიანთან, რომელიც ჩემზე მეტად არ უნდა პატიობდეს ამას. ყველაზე პირველი ბრძანების გამცემი არის ეგ ვირთხა სააკაშვილი.“
სამხარაძე:
„ლუკა, არ გინდა ეგრე, რა. ყველას გვაქვს ჩვენი აზრი. მე, მაგალითად, ის კაცი ვირთხად არ მიმაჩნია. მიმაჩნია საქართველოს პრეზიდენტად.“
კურტანიძე:
„ავადმყოფია-მეთქი, გეუბნები. ავადმყოფის ადგილი არაა იქა და თქვენ ნუ გადაყვებით. მე თქვენთან მოვედი, თენგიზ სამხარაძესთან, თორემ სააკაშვილს რაც მოელის, იმას ნახავთ მალე“.
სამხარაძე:
„არავისზე ნაკლები სამშობლოსთვის არ გამიკეთებია, 26 წელი სკოლის დირექტორი ვიყავი...“
კურტანიძე:
„და მერე რას ასწავლიდი სკოლაში, პიდარასტობა და ცისფერობა რომ კარგია, ამას ასწავლიდი? აბა, რას აკეთებენ? მითხარით, აღლუმის ჩატარება მე მინდა? თქვენი პრეზიდენტი, რომელზეც თავს იკლავთ, მაგი უკეთებს პროპაგანდას ყველაფერ ამას და მე არ მინდა ასეთი საქართველო, ძმაო... ისეთი საქართველო მინდა, თქვენ რომ 26 წელი ასწავლიდით...“
სამხარაძე:
„ღმერთმამ გისმინოთ, ნეტა მართლა ასე იყოს და მართლა ეგ გინდოდეთ...“
კურტანიძე:
„ოღონდ, მე რაც გითხარით, თქვენ კარგად დაფიქრდებით ამაზე, რა: გაფრთხილებთ, რჩევას გაძლევთ - გააკეთეთ ისე, რომ თქვენმა გონებამ არცერთი სიტყვა თქვენი დაბნელებული პრეზიდენტისგან არ მიიღოს. არც ერთი სიტყვა არ მიიღოს-მეთქი!“
სამხარაძე:
„ყოველი შენი სიტყვა ჩემს მიმართ ისეთნაირად ჟღერდება, თითქოს მე ვიყო ბნელი და შენ ნათელი. ეგრე ნუ წარმოიდგენ, ძმაო! იქნება, მე ვარ ნათელი და შენ ხარ ბნელი? ხალხმა გადაწყვიტოს ეს, არჩევნებმა გადაწყვიტოს...“
კურტანიძე:
„თენგიზ! მომისმინე ახლა (შავ სათვალეს იხსნის)! ახლა დაწყნარდი, რაც გითხარი, კარგად გაიაზრე და ამით დავამთავროთ ლაპარაკი. შენთან ლაპარაკს არ ვაპირებ დიდხანს! მე ტქვენ გითხარით, გირჩიეთ და ამის შემდეგ თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება.“
სამხარაძე:
„მე გადაწყვეტილება დიდი ხანია, მიღებული მაქვს და, უბრალოდ, მინდა, ჩვენ არ ვიყოთ მტრები.“
კურტანიძე:
„მომისმინე! მტრები არიან ის, რაც იხილე კადრები და კიდევ ნახავ კადრებს-მეთქი, რა! მე არ ვაპატიებ შენს სააკაშვილს მაგას და ნუ გადაყვები მაგ სააკიანია თუ სააკაშვილი-მეთქი, გეუბნები, რა!“
ინტერნეტსივრცეში გავრცელებულია ასევე მეორე აუდიოჩანაწერი, სადაც, ლუკა კურტანიძე, სავარაუდოდ, ტელეფონით ესაუბრება კაბალის გამგებელს ჯემალ ნიაზოვს და აშკარად ემუქრება, რომ თუ სააკაშვილის მხარდაჭერას თავს არ გაანებებს, საქართველოში არ დაედგომება. ამავე დროს, კურტანიძე სააკაშვილს "სააკიანად", ხოლო ბეჟუაშვილს "პეტროსიანად მოიხსენიებს". "მომისმინე, ბიჭო! გააგრძელებ ეგრე ლაპარაკს?" - ყვირის ერთგან ლუკა კურტანიძე.
ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=Nf6tli3WbR4
კომენტარი