სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალი მთავრობის წარდგენისა და დამტკიცების პროცედურა კანონის მიხედვით

მოქმედი მთავრობის დათხოვდნიდან მაქსიმუმ 27 დღის ვადაში ახალი მთავრობის ფორმირება უნდა დასრულდეს.

მოქმედი მთავრობის დათხოვნიდან 7 დღის ვადაში პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უნდა დაასახელოს და მთავრობის ფორმირება დაავალოს.

მომდევნო 10 დღის ვადაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მთავრობის შემადგენლობა უნდა შეარჩიოს და მათთან ერთად მთავრობის პროგრამა უნდა დასახოს, რომელსაც პრეზიდენტს შეუთანხმებს.

ამის შემდეგ, მომდევნო 3 დღის ვადაში, პრეზიდენტმა პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა უნდა წარუდგინოს.

წარდგენიდან 7 დღის ვადაში პარლამენტის ფრაქციებსა და კომიტეტებში მთავრობის ახალი შემადგენლობა შეხვედრებს გამართავს და არაუგვიანეს ამ 7 დღისა პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს მინისტრთა კაბინეტს ნდობის გამოსაცხადებლად.

ამავე დროს, ეს ვადები არის მაქსიმალური, შესაბამისად, აღნიშნული პროცედურების გათვალისწინებით, ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირება, სავარაუდოდ, ნოემბრის პირველ ნახევარს არ გასცდება.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააკმაყოფილა საქართველოს მთავრობის შუამდგომლობა მინისტრთა კაბინეტის გადაყენების თაობაზე. პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, მთავრობას დაეკისრა მოვალეობის შესრულება ახალი შემადგენლობის დანიშვნამდე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100