იტალიაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა
იტალიელმა მეტეოროლოგებმა სიცილიაზე რეკორდულად მაღალი ტემპერატურა - 48.8C გრადუსი დააფიქსირეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა ეს მეტეოროლოგიური დაკვირვების ისტორიაში ევროპის მასშტაბით დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყოს. იტალიელი მეტეოროლოგების მონაცემები ახლა მსოფლიოს მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO) უნდა გადაამოწმოს.
ოფიციალურად, ევროპაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა 1977 წელს, ათენში დაფიქსირდა - 48C.
ხმელთაშუა ზღვის აუზის ტერიტორიაზე სიცხის ტალღამ იტალიაში ტყის ხანძრები გამოიწვია. ქვეყნის ტერიტორიაზე ცეცხლთან ბრძოლის 300-ზე მეტი ოპერაცია მიმდინარეობს.
მსოფლიოში ინდუსტრიალიზაციის დაწყების შემდეგ საშუალო ტემპერატურა 1.2 გრადუსით გაიზარდა. გაეროს ბოლო ანგარიშის თანახმად, თუ სახელმწიფოები CO2-ის გამოყოფას არ შეამცირებენ, ტემპერატურის მატება გაგრძელდება.
კომენტარი