სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამაკაცს თავისი 10 წლის შვილი ჯაჭვით ჰყავდა დაბმული და რკინის ხელკეტით ფიზიკურად უსწორდებოდა

კრასნოდარში ადგილობრივ მაცხოვრებელს, ვალენტინ მ.-ს საკუთარი 10 წლის ვაჟი ჯაჭვით ჰყავდა დაბმული. მამა ბიჭუნას რამდენიმე თვის განმავლობაში ბეღელში, კედელზე დამაგრებულ ფიცრებზე აბამდა და ასე სჯიდა ხოლმე გარკვეულქმედებებზე.

ყველაფერი მას შემდეგ გამჟღავნდა, როდესაც ბიჭუნამ მამისა და დედინაცვლის არყოფნის დროს ისარგებლა, ფიცრები დაამტვრია და გაიქცა. როდესაც ქუჩაში კისერზე ჯაჭვშემოხვეული ბავშვი დაინახეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, პოლიციაში დარეკეს. თვითმხილველები აცხადებენ, რომ მოზარდი იმ მომენტში მხოლოდ ერთ რამეს ითხოვდა - არ ეთქვათ მამამისისთვის, რომ ის გაიქცა.

ბიჭუნამ სოციალურ მუშაკს უთხრა, რომ სახლში საჭმელს არ აჭმევდნენ და მხოლოდ სკოლაში იკვებებოდა, ხოლო რაც სწავლა დამთავრდა, პრაქტიკულად სულ მშიერი იყო. გარდა ამისა, მამა ხშირად ფიზიკურადაც უსწორდებოდა და შვილის საცემად რკინის ხელკეტს იყენებდა.

სამართალდამცავები ამ საქმით დაინტერესდნენ და ბიჭუნას მამის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, ხოლო ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს პატიმრობა ემუქრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100