სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკან, სტალინისკენ! - რუსეთში НКВД ბრუნდება

რუსეთში შავი ტყავის ლაბადები ბრუნდება, რომლებსაც სტალინისდროინდელი საიდუმლო პოლიცია ატარებდა და რომელთა პატრონები მთელ ქვეყანას შიშის ზარს სცემდნენ. - ამის შესახებ „ასოშიეტედ პრესი“ წერს.

პრეზიდენტ მედვედევისა და პრემიერ მედვედევის დაცვაზე პასუხისმგებელმა უსაფრთხოების სამსახურმა ტენდერი 60 სწორედ ასეთი ლაბადისა და ქურთუკის მოსამზადებლად გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ არსებულ ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ ტენდერზე განაცხადების მიღება 15 ივნისს შეწყდა, თუმცა, გამარჯვებული კომპანია ჯერ არ დასახელებულა. ტენდერის საერთო ღირებულება 3 მილიონი რუბლია და იგი, რა თქმა უნდა, ბიუჯეტიდან ფინანსდება.

კრემლის ოფიციალური სტრუქტურები ამ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებენ ასევე ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებიც.

სტალინის საიდუმლო პოლიციას, აბრევიატურით - НКВД, უშუალო პასუხისმგებლობა ეკისრება 30-იანი წლების მასობრივი რეპრესიებისა და დაპატიმრებების გამო. სწორედ НКВД-ს თანამშრომლები აპატიმრებდნენ და ასახლებდნენ ათეულ ათასობით ადამიანს იმ სისხლიან წლებში.

შავი ტყავის ლაბადების ხელახლა ხილვა, ალბათ ისევ შოკში ჩააგდებს ათასობით ადამიანს, რომლებსაც ახსოვთ, რომ მათი ოჯახის წევრები და მეზობლები უგზო-უკვლოდ და უმისამართოდ ქრებოდნენ მას შემდეგ, რაც მათ კარებზე შავლაბადიანები დააკაკუნებდნენ.

ამ სახის ლაბადების დაბრუნება ოფიციალურ, ხელისუფლებასთან დაკავშირეული სტრუქტურის ჩაცმულობაში, შეიძლება იმ ტენდენციასაც მიეწეროს, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება რეალურ ცხოვრებაში აბრუნებს სიმბოლოებს, რომლებიც სტალინს უკავშირდება.

ბოლო რამდენიმე წელია, მოსკოვის მეტროს ერთ-ერთი სადგურის ვესტიბულში აღადგინეს სტალინის განმადიდებელი წარწერა, რომელსაც ძველი, სსრკ-ს დროინდელი ჰიმნის ციტატა ამშვენებს, ხოლო საბჭოთა დიქტატორის პორტრეტები გაჩნდა სანკტ-პეტერბურგის სამგზავრო ავტობუსების გარე ნაწილზე და ურალის ეკატერინბურგში.

ადამიანის უფლებათადამცველელი რუსული ორგანიზაციები ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მიანიშნებენ, რომ რუსეთის ხელისუფლება მით უფრო მეტად ცდილობს სტალინის რეაბილიტაციას, რაც უფრო ნაკლები ხდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც ეს ტერორი ახსოვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100