როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
10 ნოემბერს ქუთაისში +19 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ, ღამით ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს. ოზურგეთშიც ნალექიანი დღე იქნება, დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ფოთშიც, სადაც დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს, ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +8 გრადუსია, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაში უნალექო დღეა. დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი. ახალციხეში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს. წვიმაა ნავარაუდევი ბორჯომშიც, სადაც დღისით +10, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +8 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება. გორში წვიმაა მოსალოდნელი. +11 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით ჰაერს ტემპერატურა +10 გრადუსამდე აიწევს, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. გუდაურში დღისით +4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაეცემა. ომალოში დღისით +5 ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია უნალექო დღე, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. გურჯაანში მზიანი დღე იქნება. დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +11 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. რუსთავში უნალექო დღეა ნავარაუდევი. დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისშიც უნალექოს ჩაივლის დღე. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.
კომენტარი