სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახეთში ძმამ ძმა ცივი იარაღით დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული .. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ..- თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში ძმასთან 1968 წელს დაბადებულ ..-სთან ურთიერთშელაპარაკება მოუხდა. მოგვიანებით, კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ..- ცივი იარაღით ..- სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაჭრილი .. საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117- მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100