სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიგი უგულავას მიმართ იძულებითი ზომები განხორციელდება

გიგი უგულავას მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული იძულებითი ზომები განხორციელდება. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„თბილისის მერი გიგი უგულავა, შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მოწმის სტატუსით დაკითხვაზე არ გამოცხადდა. შესაბამისად, მის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული იძულებითი ზომები განხორციელდება. გამოძიება მიმართავს საქალაქო სასამართლოს, რათა გასცეს ბრძანება გიგი უგულავას გამოძიების წინაშე იძულებით წარდგენის შესახებ. პირის იძულებით მოყვანის წესი გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის 1998 წლის 20 თებერვლის კოდექსის 175-ე მუხლით“. - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100