ნიკა მელია: ეს ვიდეო ნათელი დადასტურებაა, თუ როგორი კრიმინალური კლანი მართავს ქვეყანას
„ოთარ ფარცხალაძე არათუ გავლენით სარგებლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში, არამედ თავიდან ბოლომდე ამ უწყებებს მართავს და დარწმუნებული ვარ, ფირი, რომელიც გავრცელდა, ფარცხალაძის დავალებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, შსს-მ და პროკურატურამ ერთად გაავრცელეს.
ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც არც პრემიერი და არც შს მინისტრი არ გვყავს. პრემიერ-მინისტრს არცერთი განცხადება არ გაუკეთებია, თითქოს ის პოლიტიკაში არ ერევა. პრემიერი რომ ამ შემაშფოთებელ ფაქტზე განცხადებას არ აკეთებს, ეს აღმაშფოთებელია. ეს ვიდეო ნათელი დადასტურებაა, თუ როგორი კრიმინალური კლანი მართავს ქვეყანას“ - ასეთი კომენტარი გააკეთა ნიკა მელიამ ლაშა თორდიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოზე.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში, ერთ-ერთმა მომხმარებელმა ლაშა თორდიასთან დაკავშირებით თბილისის ერთ-ერთ ბარში სამეთვალყურეო კამერებით გადაღებული ვიდეო გაავრცელა.
კომენტარი