წერისწინა რიტუალები, ანუ მწერლები და აკვიატებები
ტომას ვულფი ყოველი წერის დაწყების წინ მასტურბირებდა. ამბობდა, რომ ეს საქმიანობა ეხმარებოდა წარმოსახვის გაფართოებაში და შესაბამის განწყობაზეც მოჰყავდა (კარგი მამაკაცური შეგრძნებააო).
ჯონ ჩივერიც დაახლოებით ასე ფიქრობდა, ოღონდ ის რეალური სექსით კავდებოდა. მისი თქმით, "კვირაში ორი ან სამი ორგაზმი თავის საქმეს აკეთებს".
მარკ ტვენისთვის დროის კონკრეტული მონაკვეთები ძალიან საკრალური იყო: საუზმის შემდეგ 5 საათამდე მისი შეწუხების უფლება არავის ჰქონდა.
ვლადიმერ ნაბოკოვი, თავის მხრივ, დროს ნაკლებ ყურადღებას უთმობდა, მეთოდს კი - მეტს. "ჩემი განრიგი მოქნილია", - ამბობდა ის "პარის რივიუსთან" ინტერვიუში, - " მაგრამ ყოველთვის უნდა მქონდეს ინსტრუმენტები: ცალხაზიანი ბრისტოლური რვეული და წამახული, საშლელიანი ფანქარი."
პატრიცია ჰაისმიტი, მისივე ბიოგრაფის, ენდრიუ უილსონის თქმით, წერის წინ კარგად გამოთვრებოდა, ცოტა რომ დაეცხრო ენერგია, ვუდი ალენი კი მოდუნების სხვა საშუალებას მიმართავდა - 45-წუთიანი შხაპი, კარგად წერისა და მუშაობისთვის."
უცნაური არტისტის ასე ძველი იმიჯი უკვე სტერეოტიპად იქცა. მიუხედავად ამისა, ახალი კვლევებით დასტურდება, რომ წერისწინა რიტუალები უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ, ახირება: ეს ხშირად ეფექტურს ხდის წერის პროცესს.
თარგმანი: პაატა შამუგია
კომენტარი