აი, რას უწერს მამა პეტრე მაია ასათაინის დღევანდელი "პროფილის" შემდეგ
აი , რას უწერს მამა პეტრე მაია ასათაინის დღევანდელი "პროფილის" შემდეგ:
"მაია ასათიანის დღევანდელი გადაცემა, ჯანსუღის უკანასკნელი ლექსია...
ვჩუმდები"...
"მადლობა, მაია... ალბათ, ყველაზე დიდი ნიჭია, სხვა გააბედნიერო... მით უფრო მაშინ, როცა სულის ტკივილს განიცდი... ასეა, უდიდესი ტკივილის გარეშე, შეუძლებელია სხვის ტკივილს მალამოდ მოედო... მარტო ჩარკვიანების ოჯახის ისტორია გეყოფოდა შენი ნიჭის გამოსავლენად, მაგრამ ათასი მადლობა ჩვენს ოჯახზეც რომ იფიქრე. ეს ჩვენი ყველაზე ძვირფასი საახალწლო საჩუქარია... ბოლო დროს ხშირად მაქვს დანაშაულის შეგრძნება, მუდმივად რაღაცას გვიწუნებენ. შენი გადაცემით უამრავი ადამიანის სიყვარული შემოვიდა გულში, სულში, სახლში. სოფია მაფრთხილებდა, არ დამახინოთ, ჩემი თავის ნახვა მინდაო...
შენ დიდი ხანია თავი იპოვნე, მადლობა, ჩვენც რომ გვეხმარები პოვნაში..."
კომენტარი