სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბოტოქსის ნაცვლად კანქვეშ შეყვანილი ვაზელინი - „10 წლის წინ ვიზაჟისტმა დაგვამახინჯა და სახლიდან გასვლაც გვიჭირს"

ეს ამბავი 10 წლის წინ მოხდა - ბავშვობის დაქალებს, ალვინია ბერნანდესსა და მაუი კაბაბაოს ბოტოქსის ინექციის გაკეთება უნდოდათ, თუმცა ფული ენანებოდათ, ამიტომ ეკონომიის მიზნით, გადაწყვიტეს ერთ-ერთ კოსმეტოლოგთან მისვლა, რათა მიმიკური ნაოჭები გაესწორებინათ. ვიზაჟისტი დაპირდა გოგონებს, რომ საქმეს უბადლოდ შეასრულებდა, კანქვეშ კი ბოტოქსის ნაცვლად ვაზელინი შეუყვანა.

მომდევნო სამი თვე ორივე მათგანი საშინელი ქავილის შეგრძნებით იტანჯებოდა, ექიმები კი მათ შველს ვერ ახერხებდნენ. გოგონებმა რამდენიმე ოპერაცია ჩაიტარეს, რათა გათავისუფლებულიყვნენ მტანჯველი ტკივილისგან. ვაზელინის ინექციის გამო ალვინიამ და მაუიმ სახის დეფორმირება მიიღეს და ნორმალურ ვიზუალს სამუდამოდ დაემშვიდობნენ.

ალვინა აცხადებს, რომ დროის უკან დაბრუნება სურს, რათა არასდროს გაეკაროს სახეზე მსგავს ექსპერიმენტებს:

„ჩვენ პროვინციელი გოგონები ვიყავით და გამოუცდელობამ ასეთ შედეგებამდე მიგვიყვანა. არავინ გვყავდა, ვინც რჩევას მოგვცემდა ან გაგვაფრთხილებდა. კოსმეტოლოგი შეგვპირდა, რომ ძალიან ლამაზები ვიქნებოდით და მას დავუჯერეთ“.

გოგონებს ხშირად უწევთ ვიზიტი ექიმებთან, უკანასკნელი ოპერაცია კი გასულ წელს გაიკეთეს, თუმცა ვაზელინის სრულად მოშორება კანიდან ვერ მოხერხდა. ვიზუალის დეფორმირების გამო ისინი იშვიათად გამოდიან სახლიდან, რადგან აკომპლექსებთ გაოცებული ხალხის მოშტერებული სახეები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100