სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პაელია – ესპანური კერძი ბრინჯისგან

მასალა:

2 ჭიქა ბრინჯი

4 ჭიქა ბულიონი

½ ქათამი

200 გრამი ხბოს ხორცი

200 გრამი ღორის ხორცი

80 გრამი სალა

2 თავი ხახვი

3 ღერი ტკბილი წიწაკა

2 ცალი პამიდორი

4 სუფრის კოვზი მოხარშული მწვანე მუხუდო

4 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

მარილი, პილპილი

1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ტარხუნა ან სალბი

300 გრამი ხბოს ძვლები

1 კონა მწვანილი სუპისათვის

250 გრამი თევზი ან კონსერვირებული კობორჩხალა

ლიმონის წვენი

ქვაბში ჩავასხათ 1 ლიტრი მარილიანი წყალი, მოვათვასოთ მასში ხბოს ძვლები და თევზის თავი, ფხები, კანი, დავამატოთ მწვანილი და დავდგათ მოსახარშად დაბალ ცეცხლზე. ფართო დაბალ ქვაბში ჩავაწყოთ ნახევარი პორცია წვრილად დაჭრილი სალა და გავადნოთ 2 სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთთან ერთად. ქათამი დავყოთ წვრილ ნაჭრებად, წავუსვათ მარილი და შევწვათ. შემდეგ დავასხათ მცირე რაოდენობის წყალი და ვშუშოთ მზადყოფნამდე, შემდეგ კი დავდგათ თბილ ადგილას. ასეთივე წესით შევწვათ მცირე ზომის ნაჭრებად დაჭრილი ხორცი, დავამატოთ ცოტა წყალი, მარილი, პილპილი და ვშუშოთ მზადყოფნამდე. ამოვიღოთ ქვაბიდან და დავდგათ თბილ ადგილას. დარჩენილი სალა გავადნოთ ტაფაზე და შევბრაწოთ მასში რგოლებად დაჭრილი ხახვი და წიწაკა. ბრინჯი გავრეცხოთ, გავაშროთ, შევურიოთ ხახვი და პილპილი და 5 წუთის განმავლობაში ვხარშოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე. დავამატოთ ნახევარი პორცია გაწურული ბულიონი. დავამატოთ მარილი და პილპილი. როდესაც ბრინჯი გაფუვდება, დავამატოთ დარჩენილი ბულიონი ასევე კანგაცლილი და ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი და ნაჭრებად დაჭრილი თევზი, რომელსაც წინასწარ უნდა მოვასხათ ლიმონის წვენი და მოვშუშოთ მცენარეულ ზეთში, დავამატოთ მომზადებული ხორციც. 10 წუთის შემდეგ დავამატოთ მომზადებული მუხუდო და წვრილად დაჭრილი მწვანილი. ქვაბი თავისი შიგთავსით მოვათავსოთ 5 წუთით თბილ ღუმელში, რის შემდეგაც მაშინვე სუფრაზე მივიტანოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100