ტკბილი ბრინჯი არაბულად
მასალა:
200 გრამი ბრინჯი
½ ლიტრი რძე
80 გრამი შაქარი
½ პაკეტი ვანილი
1 სუფრის კოვზი კარაქი
ცოტა მარილი
საწებელისათვის:
100 გრამი შაქრის პუდრა
2 სუფრის კოვზი კაკაო
1 სუფრის კოვზი წყალი
1-2 სუფრის კოვზი კარაქი ან ქოქოსის ცხიმი
ბრინჯი მოვხარშოთ რძეში, დავამატოთ შაქარი, ვანილი და კარაქი. შევაგრილოთ და გადავიტანოთ ჭიქებში. გავცრათ შაქრის პუდრა და კაკაო, დავამატოთ ცხელი წყალი, ავურიოთ, დავამატოთ კარაქი ან ქოქოსის გამდნარი ცხიმი. დავასხათ მიღებული სოუსი, რომელიც ჯერ კიდევ თბილი უნდა იყოს, ჭიქებში გადანაწილებულ ბრინჯს. სუფრაზე ცივი მივიტანოთ.
კომენტარი