ხილის ტორტი
მასალა:
კვერცხი - 10 ცალი
შაქრის ფხვნილი - 6 ჩაის ჭიქა
არაჟანი - 400 გრამი
კარაქი - 400 გრამი
ფქვილი - 4-5 ჩაის ჭიქა
ვაშლი - 2 კილოგრამი
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ძმარი - 1 სუფრის კოვზი
დარიჩინი - გემოვნებით
მასალა ვაშლის პიურესათვის:
ვაშლი - 1 კილოგრამი
შაქრის ფხვნილი - 2 ჩაის ჭიქა
დარიჩინი - გემოვნებით
ათი კვერცხის გული კარგად გავთქვიფოთ ორ ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად, დავუმატოთ 400 გრამი დარბილებული კარაქი, ორი ქილა არაჟანი (400 გრამი), სოდა - გახსნილი ძმარში, ფქვილი, რამდენსაც შეიზელს (4-5 ჩაის ჭიქა), რომ გამოვიდეს ნაზი ცომი.
გამოვაცხოთ ოთხი ფირფიტა, მათ შორის ერთი პატარა - დასაფხვნელად და ზემოდან მოსაყრელად; წავუსვათ ვაშლის პიურე და ფირფიტები ერთმანეთზე დავალაგოთ; მესამე ფირფიტაზე წასმულ ვაშლის პიურეს მოვაყაროთ დაფხვნილი ფირფიტა.
ვაშლის პიურე მოვამზადოთ შემდეგნაირად: ავიღოთ 2 კილოგრამი ვაშლი (უკეთესია "ანტონოვკას" ჯიშის), გავფცქვნათ, დავჭრათ ნაჭრებად, დავასხათ ნახევარი ჭიქა წყალი და დავდგათ ცეცხლზე, სანამ კარგად ჩაითუთქება; დავამატოთ 3-4 ჭიქა შაქრის ფხვნილი და წამოვადუღოთ რამოდენიმე წუთი. შეიძლება არომატისათვის ჩავამატოთ დარიჩინი.
კომენტარი