2014 წლის საუკეთესო საღამოს კაბები (ფოტო)
2014 წლის დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება და მოდის ჟურნალებმა ტრადიციულად შეადგინეს გასული წლის საუკეთესო კაბების სია. გთავაზობთ 2014 წლის 15 საუკეთესო საღამოს კაბის elle-ისეულ ვერსიას.
კეიტ ბლანშეტის თეთრი კაბა რალფ ლორენისგან.
ბლეიკ ლაივლის შავ-თეთრი კაბა გუჩისგან, რომელიც მას კანის კინოფესტივალზე ეცვა.
ლუპიტა ნიონგოს ცისფერი კაბა პრადასგან, რომელიც მსახიობს ოსკარი 2014-ზე ემოსა
ლიზი კაპლანის შავ-თეთრი კაბა დონა კარანისგან, რომელიც საზოგადოებამ ემის დაჯილდოებაზე იხილა.
ინგლისის პრინც ჰარის მეუღლის, კემბრიჯის ჰერცოგინია კეტრინის კაბა ჯენი რაკჰამისგან, რომელიც მას ნიუ-იორკში მეტროპოლიტან მუზეუმში ემოსა.
ოლივია უაილდის კაბა გუჩისგან, რომელიც ორსულ მსახიობს ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე ეცვა.
ჯორჯ კლუნის მეუღლის ამალის კომბინეზონი სტელა მაკარტნისგან.
კრიშნა შიპკას კაბა მარნისგან, რომლითაც ის მაჩ მიუზიქ ევარდზე გამოცხადდა.
კოკო როშას კაბა კრისტიან სირიანოსგან, რომელიც ლამაზმანს CFDA-ს დაჯილოდებაზე ეცვა.
სარა ჯესიკა პარკერის კაბა ოსკარი 2014-ზე, რომლის დიზაინერიც ოსკარ დე ლარენტა გახლავთ.
ლიუ ვენის მწვანე კაბა ზაკ პოუსენისგან.
კამილა ალვესის გამჭირვალე თეთრი კაბა ემის დაჯილდოებიდან, რომლის დიზაინერიც ზუნაირ მურადი გახლდათ.
ტეილორ სვიფტის გუჩის კაბა, რომელიც მას გრემის დაჯილდოებაზე ამშვენებდა.
ატელიერ ვერსაჩეს ყვითელი კაბა, რომელიც ემა სტოუნს ფილმ ადამიანი ობობას პრემიერაზე ეცვა.
კრისტიან დიორის თეთრი კაბა, რომელიც ჯენიფერ ლოურენსს შიმშილის თამაშების მესამე ნაწილის პრემიერაზე ამშვენებდა.
კომენტარი