ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეს ფულის გადახდას უწყვეტს
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა "მთავარი არხის" ეთერში, საუბრობს საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოსდა სპორტსმენი მის ყოფილ მეუღლეს, რაღაც პირობის გამო, დუმილისთვის 100 ათას ლარს უხდიდა.
ადვოკატის აცხადებს, რომ არ არსებობს არანაირი კონტრაქტი დუმილის სანაცვლოდ და სპოტრსმენის მიერ სასამართლოს მიღმა გადახდილი თანხები მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის კეთილდღეობას ხმარდება.
"ამ წუთიდან, რათა შეწყდეს ეს სპეკულაციები, გარდა იმისა, რაც სასამართლომ დააკირსა ნიკოლოზ ბასილაშვილს, ის შეწყვეტს ყველანაირი თანხის გადახდას, იმისთვის, რომ თუ ვინმეს რაიმე ჰგონია, რომ დუმილის სანაცვლოდ თანხას უხდიდნენ და ამიტომ დუმდნენ, მათ აქვთ სრული თავისუფლება, თუნდაც ამ მოტივით, რომ თანხას უხდიდნენ, ამ წუთიდან არ იქნება არანაირი თანხა გადახდილი, მათ გამოაქვეყნონ, მათ თქვან ყველაფერი, თუ რა საიდუმლოებას ინახავდა და რა საიდუმლოს მალავს ბატონი ნიკოლოზი", - აცხადებს ადვოკატი ირმა ჭკადუა.
კომენტარი