სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უცნობი ჯარისკაცის საფლავთან „თავისუფალი ზონის“ წევრი და „კომუნისტური პარტიის“ წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთანთავისუფალი ზონისწევრი გიორგი რუხაია დაკომუნისტური პარტიისწევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
კომუნისტური პარტიისწევრები უცნობი ჯარისკაცის საფლავთან საბჭოთა კავშირის დროშებით და სტალინის სურათებით მივიდნენ, რაცთავისუფალი ზონისწარმომადგენლებმა გააპროტესტეს.

გიორგი რუხაიამ „კომუნისტური პარტიის“ ლიდერს გრიშა ონიანს და მის თანამოაზრეებს ქვეყნის გამყიდველები უწოდა. თავის მხრივ, გრიშა ონიანმა მას უპასუხა, რომ ის არის მოსყიდული ადამიანი, რის შემდეგაც რუხაიას ფიზიკურადაც დაუპირისპირდა და რამდენჯერმე ხელი ჰკრა. ინციდენტი რამდენიმე წუთში ამოიწურა. „კომუნისტური პარტიის“ წევრები ამ დრომდე საფლავთან იმყოფებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100