სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

16 წლის გოგონამ თანატოლი ბიჭი მჟავით დაასახიჩრა, რადგან ამ უკანასკნელმა პაემანზე უარი უთხრა

17 წლის მაჰმუდ ჰასანს 16 წლის გოგონა დაესხა თავს და მჟავით დაასახიჩრა, რადგან ბიჭმა მასთან პაემანზე წასვლა არ ისურვა. ინციდენტის შედეგად მაჰმუდმა მძმე დამწვრობა მიიღო სახეზე, ექიმები კი გამოთქვამენ ვარაუდს, რომ შესაძლოა ხანგრძლივმა მკურნალობამაც არ გამოიღოს შედეგი და განადგურებულმა უჯრედებმა აღდგენა ვეღარ მოახერხონ.

როგორც ირკვევა, გოგონა რამდენიმე თვე უშედეგოდ ცდილობდა ჰასანი პაემანზე დაეყოლიებინა, თუმცა ბიჭი უხსნიდა, რომ სხვა მოსწონდა. ამის გამო მოზარდმა გადაწყვიტა შური ეძია მაჰმუდისთვის და როდესაც ის მეგობრებთან ერთად ქუჩაში მიდიოდა, მოძალადე გოგო გადაუდგა წინ, ყველას თვალწინ უთხრა, რომ თუ მისი არ იქნებოდა, ვერც სხვა ქალის გახდებოდა და ამის შემდეგ მჟავა პირდაპირ სახეში შეასხა. დამნაშავე მეორე დღეს დააკავა პოლიციამ. რაც შეეხება დაზარალებულს, მას სახის გარდა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე აქვს დამწვრობა მიღებული, ძლიერი ტკივილით იტანჯება და მეგობრებთან ურთიერთობაც არ სურს, რადგან თავისი ვიზუალი ძალიან აკომპლექსებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100