სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხუდონჰესის ინვესტორი სვანეთის განვითარებისთვის რამდენიმემილიონიან ფონდს ქმნის

ხუდონჰესის ინვესტორ კომპანია "ტრანსელექტრიკა” გამოდის ინიციატივით, რომ უახლოეს პერიოდში სვანეთის განვითარების ფონდი შეიქმნას. კომპანია აცხადებს, რომ აპირებს ამ ფონდში სერიოზული თანხები შეიტანოს და მუდმივად იზრუნოს რეგიონის განვითარებაზე.

" ინვესტორი გადაწყვეტილებით, მოგების 5 პროცენტი მუდმივად გადაირიცხება ფონდში, რომელსაც ერქმევა ამ რეგიონის აღორძინების ფონდი. ეს არის ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარი." _ აცხადებს "ტრანსელექტრიკა" ტექნიკური ხელმძღვანელი დავით მირცხულავა.

კომპანიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ აკეთებენ განცხადებას, რაც ასევე სვანეთის ინფრასტრუქტურის განვითარებას უკავშირდება:

"გაჩნდა ინიციატივა, რომ ინვესტორმა იფიქროს ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე. სახელმწიფოსთან ერთად ინვესტორი მიიღებს მონაწილეობას გვირაბის მშენებლობაში.

სვანეთი ზამთრის კურორტია, სათხილამურო სპორტისთვის გადასარევი ტრასებით. თეთნულდის ახალი საბაგირო გზები შენდება და სასტუმროები კი ცარიელია. იანვრის განმავლობაში, მხოლოდ ახალ წელს იყო რამდენიმე სასტუმრო დატვირთული. როდესაც გზა განახლდება, იქნება საშუალება კოპიტნარის აეროპორტიდან საათსა და 40 წუთში ადამიანი უშგულში მოხვდეს. ეს იქნება უზარმაზარი პლიუსი ამ რეგიონის განვითარებისთვის." _ განაცხადა დავით მირცხულავამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100