სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბანკი „რესპუბლიკა“ კლიენტებს სამომხმარებლო სესხებს 13.95%-ად სთავაზობს

ანკი "რესპუბლიკა" ქართულ ბაზარზე უპრეცედენტო აქციას იწყებს და სამომხმარებლო სესხებს 13.95% - მდე გასცემს. ბანკმა ასევე, თბილისში, აღმაშენებლის ქ. #83-ში ახალი ფილიალი გახსნა.

ახალი სერვისცენტრის გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს, ბანკის გენერალურმა დირექტორმა კრისტიან კარმანიოლმა და კომერციულმა დირექტორმა რამაზ კუკულაძემ, სიახლეებისა და ბანკის შემდგომი განვითარების სტრატეგია გააცნეს.

ბანკის კომერციული დირექტორის რამაზ კუკულაძის განცხადებით, ბანკმა 38-ე სერვისცენტრი გახსნა, სადაც შესაძლებელი იქნება ბანკირის მომსახურება და მომხმარებელს უნივერსალური ფუნქციებით სარგებლობა შეეძლება.

„ეს არის ბანკის შეთვაზება, რომლის მიზანიცაა ახალი კლიენტურის მოზიდვა. ახლოვდება წლის ბოლო, ახალი წელი და შობა და ადამიანებს აქვთ სხვადასხვა გეგმები, ჩვენ კი, ვცდილობთ კლიენტურას კონკრეტული ფასი შევთავაზოთ და ასე მოვიზიდოთ მომხმარებელი“,- განაცხადა ბანკის გენერალურმა დირექტორმა კრისტიან კარმანიოლმა.

ბანკი „რესპუბლიკა", 2006 წლიდან, ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის" წევრი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საფინანსო ინსტიტუტია. ბანკი 1991 წელს დაარსდა და ამჟამად საცალო და კორპორაციული მომსახურების ბაზარზე წამყვანი პოზიცია უკავია. 37 ფილიალის საშუალებით, ბანკი კლიენტებს პროფესიონალიზმის, ინოვაციისა და გუნდური სულისკვეთების პრინციპების დაცვით ემსახურება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100