სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ლამისაა გასკდე, კარგი ის არის რომ ბავშვი ჯერ ვერაფერს იაზრებს...არაუშავს მაა! მაგარი კაცები ასე იზრდებიან ჯერ დაბრკოლებები უნდა გადავლახოთ" - რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი საზოგადოებას მადლობას უხდის

ჟურნალისტი ბექა პატურაშვილი, სოციალურ ქსელში პატარა ალექსის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს:

"არაუშავს მაა! მაგარი კაცები ასე იზრდებიან ჯერ დაბრკოლებები უნდა გადავლახოთ ოღონდ ისე, რომ ჩვენი საყვარელი გოგონა, დედიკო ნაკლებად ვანერვიულოთ მივხედავთ ამ საქმეს...

ახლა სადაც ვართ აქ პირველად კარგ საქმეზე მოვედი. რამდენიმე წლის წინ მაშინ იმედში ვმუშაობდი აქცია გვქონდა სისხლი ჩავაბარეთ ბავშვებისთვის და დაგვათვალიერებინეს განყოფილება სადაც პატარა პაციენტები ყავდათ ონკოლოგიური დაავადებებით.. თამაშობდნენ იცინოდნენ.. მშობლებიც ასევე იქცეოდნენ.. კი არ ვიმჩნევდი და ვიღიმოდი მაგრამ შოკი იყო რათქმაუნდა თავში მომდიოდა აზრები „ალბათ ამათი მშობლები რა დღეში არიან და მაინც რა გასაკვირია როგორ ახერხებენ სიცილს რომ ბავშვებმა არ იგრძნონ..“ ხო ძნელი ყოფილა.. ახლაც იგივე სურათია აქ.. არ ვიცი როგორ ახერხებენ ამას დიდი ძალა ჭირდება. არ მჯერა რომ დღეს მათ ადგილას ვართ. ეს ფოტო სამი დღის წინ გადავიღე პირველად რომ დავრჩი ღამე მარტო დერეფანში. ისეთი შეგრძნება იყო ალბათ პატიმრებს რომ ეუფლებათ როცა მიუსჯიან და პირველად გადაყავთ ციხეზე. ლამისაა გასკდე ამ დროს ვინმე გამოივლის და სახეზე თავაზიან ღიმილს ინარჩუნებ..

კარგი ის არის რომ ბავშვი ჯერ ვერაფერს იაზრებს და ვერც მიხვდება ისე მოვაგვარებთ ამ პრობლემას.. ყველაზე მეტად შენზე ვდარდობ ნათ მარტოები არ ვართ და ამას ძალიან ძლიერად ვგრძნობთ.

უღრმესი მადლობა ყველას ახლობლებს უცნობებს.. ვამაყობ თქვენით ბრავო ! თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა ძალას გვმატებთ.. გპირდებით რომ ჩვენც თქვენსავით სამაგალითოდ მოვიქცევით, როცა სხვას დაჭირდება მხარდაჭერა ჩვენი კაციც რათქმაუნდა ასე მოიქცევა თავის დროზე " - წერს ბექა ბატურაშვილი.

შეგახსენებთ, ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილს, 1 წლის ალექსს რაბდოიდური სიმსივნე დაუდგინდა. ბავშვი ამჯერად იაშვილის კლინიკაშია და საჭიროებს სასწრაფოდ საზღვარგარეთ გადაყვანას. ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება:


ალექსის მამის ანგარიშის ნომერი:

GE54BG0000000161812619 საქართველოს ბანკი

მიმღები: ბექა პატურაშვილი.

გთხოვთ, მაქსიმალურად გაავრცელოთ ინფორმაცია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100