სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მეუფე პეტრეს ბრალდება დაუსაბუთებელია... ვითხოვდი მიგვეცა შანსი, თუმცა ყველა გზა გადაგვიჭრა“ - მეუფე საბა სინოდი სხდომის გადაწყვეტილებაზე

წმინდა სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრეს ეპარქიიდან განყენებას და მისთვის დროებით სასჯელის დადებას ეხმაურებიან ეპისკოპოსები. ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტისი მეუფე საბას თქმით, სინოდმა, ეპისკოპოსის დაუსაბუთებელი ბრალდებების შემდეგ, მისგან ითხოვა შენდობა ეთქვა, თუმცა, როგორც მეუფე საბა ამბობ, მეუფე პეტრემ ეს არ გააკეთა.

„მეუფე პეტრეს ბრალდება დაუსაბუთებელი ბრალდებაა. მან უნდა დაასაბუთოს ეს. ადამიანმა შეიძლება ყველაფერი თქვას. ეს არის ცილისწამება და ბრალდება. ვცდილობდით, რომ მას გამოეთქვა სინანული. თუ ეკლესიაში არის პრობლემები ეს მან სინოდზე უნდა ისაუბროს. მან დაარღვია კანონიკური კუთხე. საჯაროდ როცა მიდის საუბარი და თან ეს არის დაუსაბუთებელი ბრალდება. ვთხოვეთ შენდობა ეთქვა, ვითხოვდი მიგვეცა შანსი, თუმცა ყველა გზა გადაგვიჭრა“- განაცხადა მეუფე საბამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100