სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ-ში ტორნადომ დედას შვილი ხელიდან გამოგლიჯა (ვიდეო)

აშშ თავს დამტყდარი ტორნადოსგან ჯერაც შოკშია. საერთო ჯამში დაიღუპა 52 ადამიანი, 200-ზე მეტმა კი სხეულის დაზიანებები მიიღო. უმრავლესობა - 20 კენტუკის შტატში დაიღუპა, 14 ინდიანაში, ხოლო სამი ოჰაიოში. თითო მსხვერპლი მოჰყვა სტიქიას ალაბამასა და ჯორჯიაში. აშშ-ს ცენტრალურ დასავლეთში კიდევ 13 ადამიანი დაიღუპა. ტორნადო ერთდროულად დაატყდა პარასკევს კენტუკის, ინდიანასა და ოჰაიოს შტატებს.

მედიაში უკვე წერენ ტორნადოსთან დაკავშირებულ საოცარ შემთხვევებზე. მაგალითად, ქალაქ ჩელსიში ქარიშხალმა ოთხი წლის შვილი ხელიდან გამოსტაცა დედას, რომელიც სარდაფში იმალებოდა. ბავშვის ბებია და ბაბუა, რომლებმაც სარდაფში ჩასვლა ვერ მოახერხეს, დაიღუპნენ. მათი ცხედრები, თვითმხილველთა თქმით, სახლიდან ასეულობით მეტრის დაშორებით იპოვეს.

ინდიანაში კი პირიქით - ჩვილი სასწაულებრივად გადარჩა: ქალაქ სალემთან ახლოს, მინდორზე მაშველებმა ახალდაბადებული ჩვილი იპოვეს, რომელიც ტორნადომ სახლიდან 16 კილომეტრის მანძილზე ატარა. გაუგებარია, როგორ, მაგრამ ბავშვი გადარჩა - ამჟამად ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკაში იმყოფება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100