სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ ადა­მი­ანს თმა აღარ აქვს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გასცვივ­და, “ - გიული ალასანია სააკაშვილზე

ადა­მი­ანს თმა აღარ აქვს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გასცვივ­და, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დამ, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­თან“ გა­ნუ­ცხა­და. მან კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ოჯა­ხი და დაც­ვის მხა­რე სას­ჯე­ლის დრო­ე­ბით გა­და­ვა­დე­ბას ითხოვს და იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ სტრას­ბურ­გი აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მათ მო­თხოვ­ნას და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს. "სი­ცხე და მა­ღა­ლი წნე­ვა ისევ აქვს. გა­და­ად­გი­ლე­ბა, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან უჭირს, კუნ­თის ნა­სა­ხი არ აქვს და რო­გორ უნდა გა­და­ად­გილ­დეს. გუ­შინ პირ­და­პირ და­მა­ნა­ხა - ადა­მი­ანს თმა აღარ აქვს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გასცვივ­და. ვი­თხოვთ, რომ ამ იუ­რი­დი­უ­ლი საქ­მე­ე­ბის გან­ხილ­ვა დრო­ე­ბით გა­და­ი­დოს და შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცეს მას, რათა თა­ვი­სი ჯან­მრთე­ლო­ბა აღიდ­გი­ნოს. დაკ­მა­ყო­ფილ­დეს ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა სტრას­ბურ­გი­დან. მე ეს მო­ლო­დი­ნი მაქვს. არ ვიცი, რა იქ­ნე­ბა და რა შე­დეგს მი­ვი­ღებთ“, - გა­ნა­ცხა­და გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100